|
2022-11-09 18:15:09, 857 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან და არის დაპირისპირება ფინანსური რესურსების საკითხზე
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან. - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით,პარტიაში ფინანსური რესურსების საკითხთან დაკავშირებითაც არის დაპირისპირება. „არც ერთი ჯგუფი, რომელიც ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, არ ემიჯნება არანაირ ქმედებას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა, რის გამოც მათი ლიდერები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე. სასამართლოში უფრო ნაკლები ფაქტია განხილული, ვიდრე დანაშაულია ჩადენილი. ამ თემას არავინ ემიჯნება, პირიქით იჩემებენ კიდეც, რომ ისინი მაშინ იყვნენ ლიდერები. გვახსოვს მათი განცხადებები არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი წევრებისაგან, არამედ ზურაბ ჯაფარიძისგანაც, რომ მათ მოსანანიებელიც არაფერი აქვთ, ეს აერთიანებს ყველას. არის გარკვეული შეუთავსებლობა ერთმანეთთან, ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან და რასაკვირველია, ფინანსური რესურსების წყაროს თემაც გასარკვევია, ვინაიდან მთავარი დამფინანსებელი, როგორც თავად კეზერაშვილი აცხადებს, კონკრეტულ პიროვნებებს უჭერს მხარს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)