|
2022-11-09 15:04:29, 973 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა მელიას - ონჯღორე სი! ხაბეიშვილის ასაყირავებელი რომ გახდები, ახია შენზე და იმსახურებ ყველაფერს
როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან?! ამიტომაც ღირსი ხარ რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან, - ასე მიმართავს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას. როგორც ზარქუა წერს, ნიკა მელია არის იმის ღირსი, რომ ლევან ხაბეიშვილმა გადააყენოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან. ,,ნიკანორ მელია - ონჯღორე სი!!! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები!!!ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ქონდათ შერჩეული! სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ- მასპინძლობით და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხე! ამ კადრების და ამ ფაქტის ნახვის მერე, როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან?! ამიტომაც ღირსი ხარ რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან! უპრინციპოების და უთავმოყვარეობის თავშესაფარი არ არის პოლიტიკა!!!’’ - წერს ზარქუა. შეგახსენებთ, რომ დღეს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)