18:48 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 12:30:48, 721 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - დროა, პარტიები გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა

ახლა არის დრო, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური, გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ წუხს საქართველოში ღრმა პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციის გაგრძელების გამო.

„აშშ არ არის ევროპარლამენტის წევრი და ამ რეზოლუციის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვართ საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების გამო. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, რომ გაერთიანდნენ და გაატარონ ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმები. ეს სამუშაო მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს ინკლუზიურ ვითარებაში. საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება საკუთარი შემუშავებული კანონმდებლობების წარდგენისა ვენეციის კომისიისთვის და სხვა ევროპული ორგანიზაციებისთვის, რათა მათგან მიიღონ რჩევები და პასუხები, შეესაბამება თუ არა ეს კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს. იმ დროს, როდესაც შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემუშავებული კანონმდებლობის გაგზავნა ვენეციის კომისიაში, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ის ევროკავშირის სტანდარტებს.

აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ იცხოვრონ უსაფრთხო დემოკრატიაში და ჰქონდეთ კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და ევროატლანტიკური ოჯახისკენ. ახლა არის დრო, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური, გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა“,- განაცხადა დეგნანმა.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics