|
2022-11-09 12:22:15, 662 ნახვა
„ნაცმოძრაობის“ ნაწილი ნიკა მელიას შეცვლასა და პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდა პარტიული არჩევნები ყველა დონეზე. “დღეს მე აქ ვარ "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულ ლიდერებთან და ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ მოთხოვნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელების მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდა პარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ჩვენ ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები. აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, იმიტომ რომ ვფიქრობთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი მისი გულმხურვალე, მისი მებრძოლი, ერთგული და პატრიოტი ამომრჩევლების ლეგიტიმაცია,რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით, ახალი ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)