|
2022-11-08 23:53:05, 2217 ნახვა
ომი უკრაინაში
Sky News: რუსეთმა დრონების სანაცვლოდ ირანს 140 მილიონი ევრო ნაღდი ფული და დასავლური იარაღი მიაწოდა
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში ამოღებული დასავლური იარაღით და ნაღდი ფულით გადაუხადა ირანს დრონების მიყიდვის სანაცვლოდ, ამის შესახებ, ინფორმაციას ტელეკომპანია Sky News-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიტანული ტელეარხის თანამოსაუბრის თქმით, 20 აგვისტოს, გამთენიისას, თეირანის აეროპორტში ჩაფრინდა რუსული თვითმფრინავი, რომელმაც 140 მილიონი ევრო ნაღდი ფული, ასევე იარაღის ტვირთი, ჩაიტანა. იარაღი შედგებოდა ბრიტანული NLAW ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებისგან. რაკეტა, ამერიკული Javelin ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემისა და Stinger საზენიტო სარაკეტო სისტემისაგან. შედეგად მიღებული იარაღი ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს საშუალებას მისცემს შეისწავლოს და დააკოპიროს დასავლური ტექნოლოგია მომავალ ომებში გამოსაყენებლად, თქვა Sky News-ის წყარომ. სანაცვლოდ მოსკოვმა მიიღო 160-ზე მეტი ირანული დრონი, მათ შორის 100 შაჰედ-136 კამიკაძე. არხის წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში მოსკოვი და თეირანი შეთანხმდნენ 200 მილიონი ევროს ღირებულების დრონების მიწოდებაზე. ირანი და რუსეთი თვეების განმავლობაში უარყოფდნენ, რომ თეირანი მოსკოვს ამარაგებდა საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც შემდეგ გამოიყენება უკრაინაში. 5 ნოემბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველად აღიარა გადაზიდვები, მაგრამ განაცხადა, რომ ისინი შეჭრამდეც კი განხორციელდა და ეს იყო დრონების "მცირე" რაოდენობა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)