|
2022-11-08 18:31:40, 1037 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა აქვს ყველას, ვისაც ეკუთვნის
მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა აქვს ყველას, ვისაც ეკუთვნის. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საფუძველს მოკლებულია საუბარი, რომ სააკაშვილთან შესვლაზე ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექმნება. „პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა არის პოლიტიკოსი, უცხო ქვეყნის მოქალაქე. საქართველოს კანონმდებლობით, მას პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ აქვს და ვერ შევიდოდა. რაც შეეხება ფსიქიატრს, ის არის ცენტრ „ემპათიას“ მიერ მოწვეული და აუცილებელი შესაბამისი დოკუმენტაცია თუ ექნება, შევა. მიხეილ სააკაშვილთან არც ერთ ადამიანს, ვისაც ეკუთვნოდა, შესვლის პრობლემა არ ჰქონია. ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილს 1 500 ვიზიტორი ჰყავდა. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საუბარი, რომ ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექმნება“. - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია და ტუბერკულოზი დაუდგინდა. დღეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ბრიტანეთიდან მოწვეული ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა ჩამოვიდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)