|
2022-11-08 17:44:34, 780 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი და ადამიანი, რომელმაც დაამარცხა რეჟიმი
ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი, ასევე, ის ადამიანი, რომელმაც 2012 წელს შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც ცალსახად მიდიოდა ავტორიტარიზმისკენ, − ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ თემაზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება პოლიტიკურია და მოკლებულია ფაქტებსა და არგუმენტაციას. „პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი, რომ შეუძლია, გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება, თუმცა, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება დასაბუთება, არგუმენტაციის მოტანა, ფაქტების მოყვანა. სხვა შემთხვევაში საუბარი მოკლებული იქნება საფუძველს, თუ კი არ გვექნება კონკრეტული ფაქტები. ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ბევრი რამ შეიძლება ითქვას როგორც ევროპაში, ისე საქართველოში, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ესაჭიროება შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ ინფორმაციას",- ამბობს ბრეგაძე.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)