13:24 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 16:36:15, 780 ნახვა

მარეხ ნიჟარაძე - ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არაჯანსაღად იყენებენ ხალხის მიერ მინიჭებულ ნდობას

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არა მარტო ადმინისტრაციულ რესურს ხარჯავენ, არაეფექტურად და არაჯანსაღად იყენებენ იმ ნდობას, რომელიც ხალხის მიერ აქვთ მინიჭებული - ამის შესახებ ქუთაისის  საკრებულოს ფრაქცია  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარეხ ნიჟარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, არგუმენტი, რომ ისინი მოსახლეობაში დადიან, არამართებულია. 

„ხალხის ნდობის მანდატი იმისთვის გვაქვს, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში როგორც საკრებულოს წევრებმა მივიღოთ მონაწილეობა, აქტიურად ვიმუშაოთ კომისიებში და დავესწროთ სხდომებს.   აუცილებელია ოპოზიციის  ხმა ისმოდეს ადგილობრივი  წარმომადგენლობითი ორგანოდან, ამისთვის არიან ისინი არჩეულები და არა ბოიკოტისთვის, რაც ძალიან მიუღებელია. 

თვითმმართველობისთვის, ადმინისტრაციული ერთეულებისთვის, წარმომადგენლობითი ორგანოსთვის აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება, რაც ცხადია მათ არ შეუძლიათ. თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, აუცილებლია ოპოზიცია  მონაწილეობდეს აღნიშნულ პროცესებში. 

ისინი არა მარტო ადმინისტრაციულ რესურს ხარჯავენ, არამედ არაეფექტურად და არაჯანსაღად იყენებენ იმ ნდობას, რომელიც ხალხის მიერ აქვთ მინიჭებული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენოთ ეფექტურად ,რომ მოსახლეობის მიერ მოცემული დავალებები შესრულდეს. ვფიქრობ, აუცილებელია გადაიხედოს ადმინისტრაციული ხარჯები, ვინ როგორ იყენებს ხალხის ფულს“ - აცხადებს მარეხ ნიჟარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics