14:15 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 13:18:44, 765 ნახვა

ბაქარ მახარაძე - ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოიხმარენ არა მარტო საწვავს, არამედ ადმინისტრაციულ რესურსსაც

სამწუხაროდ ჩვენი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოიხმარენ არა მარტო საწვავს, არამედ ადმინისტრაციულ რესურსსაც, რომელიც მოქალაქეების გადასახადებიდან არის  შემოსული - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბაქარ მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ეს არის ნათელი დადასტურება, თუ როგორ არამიზნობრივად მოიხმარს ოპოზიცია ჩვენი თანამოქალაქეების გადასახადებს. 

„როდესაც ისინი არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, ფაქტიურად დაკარგულია მათი ამომრჩევლის ხმა. დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობა ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელების პროცესში. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, როდესაც მოვიხმართ მოქალაქეების გადასახადებს და ადმინისტრაციულ რესურსს, ყველა ჩვენთაგანმა შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია, რადგან ეს აუცილებელია ჩვენი ქალაქის და მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა ბაქარ მახარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics