|
2022-11-08 09:54:53, 1016 ნახვა
მსოფლიო
შუალედური არჩევნები აშშ-ში - ბაიდენი ამომრჩეველს აფრთხილებს, ტრამპი მორიგი კენჭისყრისთვის ემზადება
დღეს აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება. შედეგემის მიხედვით გადაწყდება, ვინ გააკონტროლებს საკანონმდებლო ორგანოს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორ წელს. წინასაარჩევნოდ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ქვედა პალატას, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. რაც შეეხება კონგრესის ზედა პალატას - შანსები თანაბარია. არაპარტიული არჩევნების პროგნოზით, რესპუბლიკელები სავარაუდოდ დაიკავებენ დაახლოებით 25 ადგილს 435 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში, რაც საკმარისზე მეტია უმრავლესობის მოსაპოვებლად. ანალიტიკოსების თქმით, რესპუბლიკელებს ასევე შეუძლიათ დაიკავონ ერთი ადგილი, რომელიც მათ სჭირდებათ სენატის კონტროლის მოსაპოვებლად. აშშ-ს შუალედური არჩევნების წინ, მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელთა გამარჯვებამ შეიძლება შეასუსტოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები. "დღეს ჩვენ ვდგავართ გადამტეხი მომენტის წინაშე. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება და ვიცით, რომ ეს თქვენი მომენტია მისი დასაცავად", - უთხრა ბაიდენმა მხარდამჭერებს. რესპუბლიკელები ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ ფასების ზრდაში, რაც ამჟამად, ამერიკელების მთავარი პრობლემაა. ტრამპმა არაერთხელ მიანიშნა, რომ შესაძლოა კვლავ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. ოჰაიოში რესპუბლიკური კანდიდატების გასაძლიერებლად გამართულ მიტინგზე ტრამპმა თქვა, რომ განცხადებას გააკეთებს არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ. ”მე ვაპირებ ძალიან დიდ განცხადების გაკეთებას სამშაბათს, 15 ნოემბერს, მარ-ა-ლაგოში, პალმ ბიჩში, ფლორიდაში,” - თქვა მან. თუ რესპუბლიკელები მოიგებენ პალატას ან სენატს, ეს დაასრულებს ბაიდენის ძალისხმევას კონგრესის მეშვეობით აბორტის დაცვისა და სხვა დემოკრატიული პრიორიტეტების მისაღებად. ეს ასევე გაუხსნის კარს რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით გამოძიებებისთვის, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს თეთრ სახლს. რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით სენატმა ასევე შეიძლება დაბლოკოს ბაიდენის კანდიდატურები სასამართლო ან ადმინისტრაციულ პოსტებზე.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)