|
2022-10-10 18:14:33, 2560 ნახვა
სხვადასხვა
უკრაინამ რუსეთის ექს-პრეზიდენტზე დიმიტრი მედვედევზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი ძებნილთა სიაში შეიყვანა. უკრაინის ძალოვანი უწყება აპირების, ინტერპოლს წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების მოთხოვნით მიმართოს. დმიტრი მედვედევი - ვლადიმირ პუტინის მოადგილე რუსეთის უშიშროების საბჭოში, შესაშური პერიოდულობით აქვეყნებს ერთიმეორეზე აგრესიულ და აბსურდულ განცხადებებს. 18 აგვისტოს მედვედევმა თავის ტელეგრამარხზე დაწერა, სანქციების გამო ევროკავშირის მოსახლეობა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რომ ტუალეტის ნახმარი ქაღალდების რეცხვა უწევსო. მედვედევის თქმით, ევროკავშირში მცხოვრები ადამიანები უმძიმესი პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ იმყოფებიან. დმიტრი მედვედევმა ასევე გამოაქვეყნა ერთი ნამდვილი და მეორე არარსებული რუკა, რომელზეც რუსეთი მნიშვნელოვნად არის „გაზრდილი“ უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე. მედვედევმა თავისი ავადმყოფური ფანტაზია გაავრცელა უკრაინის სხვა მეზობელ ქვეყნებზეც - პოლონეთზე, უნგრეთსა და რუმინეთზე, რომლებიც, თითქოს, ასევე აპირებენ უკრაინის მიწების მიტაცებასს. მედვედევი ამ თავის საოცნებო გეგმასაც არარსებულ „დასავლელ ანალიტიკოსებს“ მიაწერს, თუმცა აშკარაა, რომ უკრაინის ამგვარი გაყოფა და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ოლქების მიტაცება, რუსეთის მთავრობის ოცნება და 24 თებერვალს დაწყებული ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)