|
2022-10-06 11:39:37, 1577 ნახვა
მსოფლიო
გაიდაი - ოკუპანტები ლუგანსკში ნაწილობრივ მობილიზაციას იწყებენ - გაწვევის საბუთი ეძლევა ყველას
ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ რაიონებში რუსებმა „ნაწილობრივი” მობილიზაცია დაიწყეს. გამოძახებები შეეხო ყველას - სტუდენტიდან პენსიონერამდე,- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაცია სტარობილსკის და კრემენსკის რაიონებში მიმდინარეობს. „სტარობილსკის და კრემენსკის რაიონებში ოკუპანტებმა დაიწყეს ნაწილობრივი მობილიზაცია. რატომ არა ნაწილობრივი და არა იძულებითი? სავარაუდოდ ეს ტერიტორიები უკვე რუსეთის შემადგენლობაშია და იქ ნაწილობრივი მობილიზაციაა გამოცხადებული", - განაცხადა გაიდაიმ. მისივე თქმით, მოქალაქეების მობილიზებისთვის, ოკუპანტები ეზოებს ათვალიერებენ. „ისინი გაწვევის საბუთს ყველას აძლევენ განურჩევლად ასაკისა და მდომარეობისა - სტუდენტებს, ავადმყოფებს და მოხუცებს”,- დასძინა გაიდაიმ. შეგახსენებთ, რომ 23-დან 27 სექტემბრამდე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო „რეფერენდუმები“ შედეგების გაყალბებით მოაწყეს. უკვე 30 სექტემბერს რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა. იმავე დღეს კრემლის ხელმძღვანელმა და მისმა მარიონეტებმა ანექსიის შესახებ შეთანხმებასმოაწერეს ხელი. ამასთან, ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა შეთანხმებები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „რუსეთის ფედერაციაში მიღების“ შესახებ. ხოლო ორშაბათს, 3 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიას დაუჭირა მხარი. ხოლო გუშინ, 4 ოქტომბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ანექსიას.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)