13:37 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 11:27:30, 1790 ნახვა

ომი უკრაინაში
NYT - აშშ-ს დაზვერვა თვლის, რომ დუგინას მკვლელობის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას

ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ "პუტინის იდეოლოგის" ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფარული ოპერაციის შედეგი იყო. ამის შესახებ The New York Times ამერიკული დაზვერვის თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით იუწყება. 

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ არაფერი იცოდნენ ასეთი ოპერაციის მომზადების შესახებ და რომ სცოდნოდათ, უკრაინას ხელს შეუშლიდნენ .

ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ დუგინას გარდაცვალების გამო უკრაინის ხელმძღვანელობას უკვე უსაყვედურეს.

მაგრამ, როგორც გამოცემა წერს, უკრაინის ხელისუფლება მკვლელობაში მათ მონაწილეობას უარყოფს.

შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ დუგინას ლიკვიდაციის უკან შესაძლოა უკრაინის მთავრობის ცალკეული ნაწილი დგას, დანარჩენებმა კი არ იცოდნენ ამის შესახებ.

გარდა ამისა, პენტაგონი ჩივის, რომ უკრაინა ყოველთვის არ უზიარებს შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ ომის გეგმებს.

ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი თვლის, რომ უკრაინის ხელისუფლების მიზანი იყო არა დუგინას მოკვლა, არამედ მისი მამის, ალექსანდრე დუგინის, რომელიც "რასიზმის" და "პუტინის ტვინის" იდეოლოგად ითვლება. დამნაშავეები, რომლებმაც ქალბატონთან ერთად მანქანა ააფეთქეს, ფიქრობდნენ, რომ ის მანქანაში მამასთან ერთად იჯდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს,  მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ  უარყო კიევის  მონაწილეობა დუგინას მკვლელობაში.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარიოვმა განაცხადა, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა  ე.წ. ეროვნულ-რესპუბლიკურმა არმიამ აიღო .


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics