|
2022-10-05 21:05:49, 1247 ნახვა
პოლიტიკა
ტყემალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას, რომელიც თბილისში ხორციელდება, ალტერნატივა არ აქვს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ქალაქში ნაკადების მართვა და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა წარმატებული იყოს. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი ნიშნავს, რომ რეფორმა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, სწორად მიმდინარეობს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ იმ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან დაანონსებული იყო. ესენია: ქვეითი, ეკომეგობრული ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბოლოს კერძო ავტომობილი. „ეს არის ის პრიორიტეტები და იმგვარად გადანაწილებული, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მე მინდა გითხრათ, რომ ევროპის თუ მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში აღნიშნული პრობლემა არის ამგვარად გადაწყვეტილი. შესაბამისად, რეფორმა, მისი მიმდინარეობა და ინფრასტრუქტურის განახლება, შედეგად მოგვცემს ქალაქის ათი ძირითადი დერეფნის გამართულ და კომფორტულ მუშაობას“, - დასძინა გიორგი ტყემალაძემ. მისივე განცხადებით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა რიცხვი კიდევ უნდა გაიზარდოს და ისინი უნდა სარგებლობდნენ კომფორტული სერვისით. გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება მხოლოდ ახალ ავტობუსებს არ ნიშნავს, თუმცა მისივე თქმით, ეს არის რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დასძინა, რომ დღეს დედაქალაქში ნაცვლად 450 ამორტიზებული ყვითელი ავტობუსისა, მოძრაობს 850 ახალი, ევროპული სტანდარტის ავტობუსი. ასევე ქალაქს 1000 ახალი მიკროავტობუსი ემსახურება, ნაცვლად ამორტიზებული ყვითელი მიკროავტობუსებისა. მან ერთიან, ინტეგრირებულ საშეღავათო პირობებსაც გაუსვა ხაზი, რომელიც მეტროს, ავტობუსის და მიკროავტობუსის მგზავრებს აქვთ საათ ნახევრის განმავლობაში. გიორგი ტყემალაძემ ბრიფინგის ბოლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა შეაჯამა და აღნიშნა, რომ რეფორმას ალტერნატივა არ აქვს. „რომ შევაჯამოთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს პრობლემები, რისთვისაც ბოდიში უნდა მოვუხადოთ მოსახლეობას, მაგრამ ასევე ვთხოვოთ, რომ პროცესს გაგებით მოეკიდონ. ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქში იქმნება აბსოლუტურად ახალი სტანდარტით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, ნამდვილად მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც არის შესაფერისი ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)