|
2022-10-05 19:09:12, 1241 ნახვა
პოლიტიკა
„თეგეტა ჰოლდინგი“ ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად - კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა USAID-ისა და UN WOMEN GEORGIA-ს პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში თბილისში, პანელური დისკუსია გაიმართა. „გენდერულად ინკლუზიური ბიზნესპრაქტიკის ხელშეწყობა საქართველოს პროფესიული უნარების ეკოსისტემაში“ - ამ თემაზე სფეროს ექსპერტებმა, ასევე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. აღინიშნა, რომ დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის სამივე რგოლის ჩართულობა თანაბრად მნიშვნელოვანია. პანელის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს მოწვეულმა სტუმრებმა კერძო სექტორიდან. მათ შორის იყო ,,თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი. ვახტანგ კაჭარავა ავტოინდუსტრიის უმსხვილეს კომპანიას ხელმძღვანელობს, სადაც დასაქმებულთა უმრავლესობა მამაკაცია. თუმცა, როგორც შეხვედრისას აღინიშნა, კომპანიაში წლიდან წლამდე არა მხოლოდ იზრდება ქალი თანამშრომლების რაოდენობა, არამედ შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც საავტომობილო მომსახურების სფეროში, სატვირთო ავტომობილის პირველი მექანიკოსი ქალები სწორედ ,,თეგეტას“ სივრცეში გაჩნდნენ. ვახტანგ კაჭარავამ ქალთა გაძლიერების მიმართულებით კომპანიაში მიმდინარე პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ პროექტებსა და აქტივობებზე, რასაც ქალთა გაძლიერების მიმართულებით ვახორციელებთ. აქცენტი გავაკეთეთ ქალთა პროფესიულ განვითარებაზე და კიდევ ერთხელ სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ თეგეტა ჰოლდინგში გვყავს, როგორც სატვირთოების, ასევე მსუბუქი ავტომობილების ქალი მექანიკოსები. ამასთან USAID-ის მხარდაჭერით „თეგეტა აკადემიაში“ უკვე ქართულ ენაზე ამოქმედდა სატრენინგო პროგრამა „ელექტუდი“. ეს ელექტრონული სასწავლო პლატფორმა საავტომობილო მიმართულებით საშუალებას გვაძლევს ონლაინ ფორმატში ავამაღლოთ და შევაფასოთ ნებისმიერი თანამშრომლის თეორიულ-ტექნიკური ცოდნა და კომპეტენცია. ეს კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ,,თეგეტა აკადემიაში“ ამოქმედდა. ვფიქრობთ, მსგავსი პროგრამების მრავალფეროვნება პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას უფრო მეტად ზრდის, რაც საბოლოოდ არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება“. დღესდღეობით ქალთა გაძლიერების პრინციპებზე 151 კომპანიას აქვს ხელი მოწერილი, რომლებიც წარმოადგენენ მცირე, საშუალო და დიდ დამსაქმებლებს თითქმის ყველა ბიზნესსექტორიდან და ჯამში აერთიანებენ 70,000 თანამშრომელს.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)