|
2022-10-05 18:20:52, 1014 ნახვა
მდინარაძე - კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის
კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის, მათზე ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კითხვას, ელოდებიან თუ არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის მხრიდან ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ რიტორიკაზე კითხვები დაისმება. მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი „ეროვნული ინტერესებიდან გამოდის“ და თუ ვინმეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელებული ქმედებები აწუხებს, „ეს მისი პრობლემაა“ „ჩვენ გამოვდივართ სტრატეგიული, დასავლეთთან ინტეგრაციის და ეროვნული, ქართული ინტერესებიდან. თუ ვინმეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებები აწუხებს ეს მისი პრობლემაა, ჩვენ გამოვდივართ ეროვნული და ქართული საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებიდან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)