|
2022-10-05 18:16:40, 1137 ნახვა
ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე ნელი დოროყაშვილთან მიმოწერა გაასაჯაროვა
ქორწილში რომ დავინახო ეგ მეჯვარე, ალბათ მოვკვდები, გავიქცევი იქიდანო. -ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე მას შემდეგ განაცხადა,რაც ნელი დოროყაშვილთან მიმოწერა წაიკითხა. მისივე თქმით , დოროყაშვილისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილის ერთ-ერთი მეჯვარე მიუღებელი იყო და მიმოწერაც სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა. "ამ მესიჯების კითხვა ჩემთვის არის უძნელესი ფაქტი, ჩათვალეთ, რომ საკუთარ შვილზე მინაწერები რომ გამოაქვეყნო. ეს არ არის ჩემთვის მარტივი, უბრალოდ გარემოებებმა მოიტანა ეს ამბავი. აქ გრძელდება ასეთი რაღაც, - შევეწირები ამ ამბავს, სიტუაციას... წარმოიდგინეთ, ასე ვარ მაშინ, როცა წარმოვიდგენ ქორწილში და ქორწილის დღეს ეგ რომ დავინახო მეჯვარე, ალბათ მოვკვდები, გავიქცევი იქიდან. სტრესისგან გული წამივა. ნორმალური სახით მართლა ვერ ვიჯდები. ჩამშხამდება ყველაფერი და ნიკასაც ჩაშხამდება. - ნელიკო, მაინც რა ცუდი თვალით უყურებ? გიორი თენგოს და ნიკას მეგობრებს შორის არის ყველაზე წერიერი. ანუ, არც აგრესიას გამოვხატავ ამ თემის მიმართ, ჩემს მანქანაში არ ჩასვათო და ეს შევუსრულეთ, რომ მეჯვარე, ისე გააკეთა ნიკამ, რომ ცალკე მანქანით წამოვიდნენ ისინი, რომ არ ენერვიულა... ჩვენთან მოდიან ნიკოლოზი და თენგო და ძალიან მორიდებით მითხრა, რომ დამეტოვებინა ქორწილი ნელის სურვილის გამო... ჩვენ სუფრაზე, სადაც ვისხედით... მაგიდის წევრები იყვნენ მე ჩმეი მეუღლე ცემი და მისი მეუღლე, შვილები, ჩვენი ოჯახი... და არ მესიამოვნა, მაგრამ წამოვედით. დედა და მამა იყვნენ, რომლებიც წამოვიდნენ ნელი დოროყაშვილის, სხვა ასაკოვანი სტუმრები არ იყვნენ, და სხვათაშორის, პირველად ცოტა არასერიოზულად მივიღე ნიკას შესახებ, ანუ, რომ დავინახე რომ მისი მშობლები ადგნენ და წავიდნენ, მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და ჩვენც წამოვედით. ნიკოლოზ ბასილაშვილი მის სასამართლო სხდომაზე პირველად გამოჩნდა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)