|
2022-10-05 18:03:26, 1518 ნახვა
მსოფლიო
ტრასი - უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით
ჩვენ ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. უკრაინას შეუძლია გაიმარჯოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და უკრაინა გაიმარჯვებს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ თავისი, არამდე ყველას უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბრძოლა მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. „ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ამ გლობალური კრიზისის წინაშე ვართ ის არის, რომ დასავლეთმა საკმარისი არ გააკეთა. ჩვენ ვიყავით თვითკმაყოფილი, არ დავხარჯეთ საკმარისი თავდაცვაზე, გავხდით ზედმეტად დამოკიდებული ავტორიტარულ რეჟიმზე იაფი საქონლისა და ენერგიის გამო და ჩვენ რუსეთს არ შევეწინააღმდეგეთ თავის დროზე - ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება. მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ თავისი, არამდე ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბრძოლა მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. პუტინის არალეგალური ანექსია უკრაინული ტერიტორიებისა არის ბოლო ქმედება, რითიც ცდილობს დაამხოს დემოკრატია და დაარღვიოს საერთაშორისო კანონი. ჩვენ არ უნდა დავთმოთ მათთვის, ვისაც გარიგება სურს, ვინც ვაჭრობს უკრაინული მიწით. ისინი გვთავაზობენ, რომ გადავიხადოთ უკრაინელების სიცოცხლით მოჩვენებითი მშვიდობისთვის. ჩვენ ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. უკრაინას შეუძლია გაიმარჯოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და უკრაინა გაიმარჯვებს.",- განაცხადა ტრასმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)