|
2022-10-05 13:45:51, 1043 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია, გვესმის მესიჯები, რომელიც ეთანხმება ანტიამერიკულ კამპანიას
ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი, გვესმის მესიჯები, რომელიც ეთანხმება გარკვეულწილად ანტიამერიკულ კამპანიას,- ამის შესახებ პარლამენტში მისულმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა სიმართლე ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წელია ეხმარება საქართველოს განვითარებაში. "არ მსურს გავაკეთო კომენტარი საქართველოს შიდა პოლიტიკურ თემებზე, ამას ხალხი ისედაც ხედავს. თუმცა, ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი. გვესმის მესიჯები, რომელიც ეთანხმება გარკვეულწილად ანტიამერიკულ კამპანიას, მეორეს მხრივ, პრემიერი და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები გამოთქვამენ მზადყოფნას და სურვილს, რომ გაძლიერდეს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. ვიცით, რომ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა სიმართლე ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წელია ეხმარება ქვეყანას განვითარებაში",- განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, რომლებიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევიან და ამერიკელ პარტნიორებს ღიად ესხმიან თავს, ამიერიდან საზოგადოებას გზავნილებს ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის დახმარებით მიაწვდიან. როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი უერთდება, რომელთაგან ერთ-ერთი ვიქტორ ჯაფარიძეა. მისივე თქმით, ჯაფარიძემ შეიძინა „პოსტ TV“ წილის 52%, რაც მათ დაეხამრებათ, რომ "სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მიიტანონ".
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)