|
2022-10-05 12:06:39, 1012 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის სეიმის წარმომადგენლები თავდაცვის უწყებაში იმყოფებოდნენ
საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. კომიტეტის თავმჯდომარის, ლაურინას კასჩიუნასის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესია გამოწვევაა მთელი რეგიონისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის. მათ დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ამ კუთხით ქვეყნებს შორის კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვასა და ქვეყნის მიერ ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე. ასევე, განიხილეს ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს. ლელა ჩიქოვანმა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა ხაზგასმით აღნიშნა. ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პარლამენტარები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც დელეგაციის წევრები ცენტრის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს გაეცნენ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)