|
2022-10-04 18:33:44, 2224 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი „ხალხის ძალაზე” - ისინი თავად გაგვემიჯნენ, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები
ისინი თავად გაგვემიჯნენ, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები,- ასე უპასუხა ურნალისტების კითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ღირებულებით ნაწილში განსხვავება არ არის, საქართველოს პრემიერ-მიისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და „მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას”. „ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგია არის მისაღები. ჩვენ გუნდის შიგნით გვქონდა საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ ვეთანხმებით მათ პოზიციებს, ღიად დავაფიქსირეთ ეს. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობა, მით უმეტეს მთავარ პარტნიორებთან - აშშ-სთან, ევროპასთან. ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცე. ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი, მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)