|
2022-10-04 15:36:04, 1895 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია გვარამიას სასამართლო პროცესიდან გააძევეს
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან, „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია გააძევეს. ხოშტარიას მოსამართლემ ჯერ შენიშვნა მისცა, შემდეგ კი სასამართლო სხდომის ხელშეშლისა და შეფერხების მცდელობისთვის, დარბაზიდან გააძევა. დარბაზიდან გაძევების მიზეზი ხოშტარიას ქმედება გახდა, რომელიც პროკურორთან მივიდა შეკითხვით - „ნამდვილი ხართ? ხელს მოგკიდებ”. „დღეს ნიკა გვარამიას ნიკა გვარამიას პროცესზე მხოლოდ 15 წუთი გავძელი. ვერ ვაიძულებ თავს ის ფარსი, პროკურორის სხაპასხუპით მოყოლილო სრული სიგიჟეები, აი თვითონაც და ყველამ რომ იცის, რომ ტყუის, უბრალოდ უნდა თქვას; მოსამართლის ძალით სერიოზული სახე, ზედ კიდევ მანტია რომ მოუცვია და ამაღლებულ სკამზე დამჯდარა; დაღლილი, უემოციო, უიმედო და ენერგიაგქმოცლილი მანდატურები; მთელი ეს ფარსი, მოკლედ, ვერ ვაიძულებ სერიოზულად აღვიქვა და მეც ვიჯდე ვითომ ის წესები (ამ დროს უწესობა) მისაღებია და ნორმაა. ხოდა, ეს პროკურორი ასე რომ ბუტბუტებდა სხდომაზე, ავდექი და მივედი, მივუახლოვდი, მაინტერესებდა ნამდვილი თუ იყო. თუ შეიძლება შეგეხები, ნამდვილი თუ ხართ თქო. კიო, ნამდვილი ვარო. მოსამართლე აღშფოთდა. იმაზე კი არ აღშფოთდა ქვეყნის ინტერესებს რომ ფეხებზე იკიდებს, ადამიანს უსამართლოდ ექცევა, ტრავმას აყენებს ხალხს, ტყუილს სერიოზული სახით ისმენს, ამ სიყალბის თავშია. ეგ არ აწუხებს. მოკლედ, მხოლოდ 15 წუთი გავძელი და კიდევ ერთხელ ვთქვი ჩემ თავთან ეს თუ ვერ შევცვალეთ, 0 ია ჩვენი პოლიტიკური თაობის ფასი”,- წერს ხოშტარია
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)