|
2022-10-04 14:02:26, 1337 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე „ხალხის ძალაზე“ - ღირებულებით ნაწილში არსებითი განსხვავება ჩვენ შორის არ არის
ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოძრაობა „ხალხის ძალასთან" დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ღირებულებით ნაწილში „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ შორის განსხვავება არ არის. "რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, აქ რამე არსებითი განსხვავება ჩვენ შორის არ არის. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მიუხედავად გაყოფისა, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. გვაქვს მათგან მოსმენილი საერთო პოზიცია იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ, მათ შორის ეს ეხება 12 პუნქტის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს", - აცხადებს კობახიძე. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ხალხის ძალას“ დღეს „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი და ექსპერტები შეუერთდნენ. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მოძრაობის წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, "ხალხის ძალას" ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე, თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი უერთდებიან.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)