|
2022-10-04 14:05:30, 1644 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა ვერ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან - ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა
უკრაინის, პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა ვერ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. აღნიშნული განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის. „განაცხადოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოების შეუძლებლობა“,- აღნიშნულია განცხადებაში. ამავდროულად, განკარგულება რეკომენდაციას უწევს უმაღლეს რადას მიიღოს „შესაბამისი კანონპროექტები რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაციის შესახებ სათანადო სანქციების და სხვა რეაგირების შესახებ“, ხოლო მინისტრთა კაბინეტს „რუსეთის ფედერაციიდან ესკალაციის კონტექსტში“ უზრუნველყოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება "უკრაინას სამხედრო-ტექნიკური დახმარების მიწოდების გაზრდით". საუბარია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე. შეგახსენებთ, პარასკევს, 30 სექტემბერს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა სანქციების დაწესება 3600 ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებაში ან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მხარდაჭერაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)