|
2022-10-04 12:50:05, 1118 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ოლიგარქია არის კატასტროფა - „ოცნებამ“ გვასწავლა როგორი ხელისუფლება არ უნდა ავირჩიოთ
ჩვენ "ქართულმა ოცნებამ" მოგვცა ერთი შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება - ჩვენ ვისწავლეთ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი ხელისუფლება არ უნდა ავირჩიოთ არც ერთ შემთხვევაში, როგორი ადამიანები, როგორი პოლიტიკოსები, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა. გვარამიას თქმით, ოლიგარქია არის კატასტროფა და "ისტორიული აცრა", რომელიც ქართველმა ხალხმა გაიკეთა, "ამ ვირუსს აღარ შეგვყრის". "ჩვენ ზუსტად მყისიერად - ცდისა და შეცდომის მეთოდით ვისწავლეთ, რა და ვინ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ ოლიგარქია არის კატასტროფა, როგორი ერთი შეხედვით კეთილი ზრახვებითაც არ უნდა მოძრაობდეს იგი. ეს აცრა - ისტორიული აცრა, რომელიც ჩვენ გავიკეთეთ, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვირუსს აღარ შეგვყრის. ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ", - განაცხადა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან. დღესვე გახდება ცნობილი, როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მოსამართლეთა კოლეგია. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)