|
2022-10-03 22:23:09, 1095 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ენას ძვალი არ აქვს, ზეპირად რასაც უნდათ, იმას ამბობენ, ვაშაძეა აქ ლიდერი, დაავალეთ სიბინძურე, ადგება და იტყვის
ენას ძვალი არ აქვს, ზეპირად რასაც უნდათ, იმას ამბობენ, ვაშაძის არ იყოს, ვაშაძეა აქ ლიდერი, რასაც გინდა, იმას იტყვის, დაავალეთ სიბინძურე, ადგება და იტყვის. ვაშაძემაც კი ვერ დაასახელა ვერც ერთი მტკიცებულება ვერასდროს, რომ ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ დროს, ოპოზიციაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი და ჩიხში შევიდნენ თავიანთი წლების მიერ ნაწარმოები პიარით, აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა პროცესებში. „არის რამდენიმე კრიტერიუმი, რითაც უნდა შეაფასო, მაგალითად, უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, ან რაიმე ფორმით გავლენა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებზე. ყველა სხვა პირობა რომ დაკმაყოფილებული იყოს, ამის გარეშე ადამიანს ვერც კანონით, ვერც ისე ვერ დაარქმევ ოლიგარქს. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რადგან არ არსებობს ეს რეალობა, ეს მოცემულობა, შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა პოლიტიკურ პროცესებში. შემდეგ არის სხვა კრიტერიუმები, რომ გავლენას ახდენს, აფინანსებს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას – არ აფინანსებს, შესაბამისად, მტკიცებულებაც არ არსებობს და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საიმისოდ, რომ არა მხოლოდ კანონით, ზეპირადაც კი, ადამიანს უწოდო ოლიგარქი, შესაბამისად, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ოლიგარქი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)