|
2022-10-03 20:49:19, 1029 ნახვა
პოლიტიკა
შამუგია - „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება”
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაგრძელდება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, 10 მლნ ლარია გათვალისწინებული. მთავრობა იმსჯელებს და დაფინანსების მექანიზმებთან დაკავშირებით მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ მცირე ფერმერები, რომელთაც არ აქვთ დიდი მიწის ნაკვეთები, გაერთიანდნენ და ერთობლივად შეიძინონ ტექნიკა. სახელმწიფო კი მათ თანადაფინანსების სახით დაეხმარება. ოთარ შამუგიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ ახალ პროგრამაზეც ისაუბრა. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი იზრდება გარემოს დაცვის მიმართულებითაც. მთლიანობაში, შარშანდელ წელთან შედარებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ბიუჯეტის დაახლოებით, 18 %-იანი ზრდაა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)