|
2022-10-03 14:15:33, 1089 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! სანამ ივანიშვილს ექნება მიტაცებული ეს ქვეყანა, მომავალი არ გვაქვს
მარტივი მათემატიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა მინუსშია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილს ექნება მიტაცებული ქვეყანა, მომავალი არ იქნება. "პარლამენტში შემოვიდა 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი. მთავარი მაჩვენებელი - ეკონომიკის დაგეგმილი ზრდა 5 %-ია. სად არის ეკონომიკის არნახული, 15 %-იანი ზრდა?! წელს, ცხრა თვის მაჩვენებლით, წლიური ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა ლარში, 10 %-ს აღემატება - ესე იგი უკან მივდივართ. მარტივი მათემატიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა მინუსშია. აქვე, „ოცნება“ აანონსებს, რომ გაზრდიან ხელფასებს და პენსიებს - რის ხარჯზე ?! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ. მანამ, სანამ ბატონ ივანიშვილს ექნება მიტაცებული ეს ქვეყანა, უსამართლო სახელმწიფო სტრუქტურებით, სუს-ით, შსს-თი, მართლმსაჯულების სისტემით, რომლებიც მის პირად დავალებებს ასრულებენ, ანადგურებენ ოპონენტებს, ცდილობენ, დაიმორჩილონ ან გაანადგურონ წარმატებული ხალხი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, თუ ნებისმიერი ნიშნით გამორჩეული ადამიანები, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს! ქვეყნის მომავალი საფრთხეშია - ივანიშვილი, თავისი ბანდით, ხელისუფლებიდან უნდა გავისტუმროთ. ეს ქართველი ხალხის ხელშია. ჩვენ გვჭირდება 15 %-იანი ეკონომიკური ზრდა და ამას შევძლებთ თავისუფალი, კომპეტენტური მთავრობის პირობებში!",- ამბობს ოქრიაშვილი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)