18:30 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 13:47:01, 902 ნახვა

„საქართველოს ბანკი“ და GITA ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმების მხარდასაჭერად თანამშრომლობას იწყებენ

„საქართველოს ბანკი“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ბანკსა და GITA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევას ისახავს მიზნად.

„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ამ პარტნიორობით, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მოძიებას, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში IT პროფესიონალების დასაქმების ხელშეწყობას, კვალიფიციური შრომითი რესურსის შექმნასა და საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერას მოიაზრებს. მემორანდუმის ფარგლებში GITA-ს „3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის“ წარმატებულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „საქრათველოს ბანკის“ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მართვის მიმართულების დირექტორი, დავით დავითაშვილი განმარტავს, „საქართველოს ბანკის“, როგორც ტექნოლოგიური ბანკის, ერთ-ერთი გამოწვევა IT მიმართულებით მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მოძიებაა.

„სწორედ ამიტომ, ვუერთდებით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიურ ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მომზადება/დასაქმების პროცესში. გვინდა ხელი შევუწყოთ 3000 IT სპეციალისტის პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს, დასაქმდნენ ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიაში, როგორიც „საქართველოს ბანკია“. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ამ მიმართულებით საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას“, - აცხადებს დავით დავითაშვილი.

როგორც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, ციფრული ეკონომიკის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაშიც კერძო სექტორის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მსოფლიო ბანკთან ერთად ჩატარებულმა კვლევებმა დაგვანახა, თუ რამხელა სივრცე იყო მოთხოვნა-მიწოდებას შორის IT ბაზარზე, ამიტომ მიზნად დავისახეთ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ყველაზე მოთხოვნად უნარებში და 3000-ზე მეტ ადამიანს მივეცით შესაძლებლობა, ჰქონოდათ უფასო წვდომა ხარისხიან განათლებაზე და საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებზე. ამის შემდგომ კი, გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები იმ კომპანიებთან დაგვეკავშირებინა, რომლებიც მათი დასაქმებით იქნებოდნენ დაინტერესებულნი და მოხარულნი ვართ, რომ „საქართველოს ბანკი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჩაერთო ამ საქმეში“,- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics