|
2022-10-03 11:22:03, 988 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვა - მობილიზაციის პროცესში პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება მის არაეფექტურობას უსვამს ხაზს
პუტინის მიერ მობილიზაციის პროცესში პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის არაეფექტურობას,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, ადგილობრივ ოფიციალურ პირებისთვის, სავარაუდოდ, გაურკვეველია კამპანიის ზუსტი ფარგლები და სამართლებრივი დასაბუთება. „29 სექტემბერს, პრეზიდენტმა პუტინმა სიტყვით მიმართა თავის ეროვნულ უშიშროების საბჭოს „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ, რომელიც მან 21 სექტემბერს გამოაცხადა. მისი თქმით, „სამობილიზაციო კამპანიის დროს ბევრი კითხვა ჩნდება და ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და არ გავიმეოროთ ისინი“. პუტინის მიერ პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის დისფუნქციას მისი პირველი კვირის განმავლობაში. ადგილობრივ ოფიციალურ პირებისთვის, სავარაუდოდ, გაურკვეველია კამპანიის ზუსტი ფარგლები და სამართლებრივი დასაბუთება",- აღნშნულია განცხადებაში. მათივე ცნობით, რუსეთში გამოიძახეს პერსონალი, რომელიც სცილდება პუტინისა და თავდაცვის სამინისტროს განმარტებებს. „რამდენადაც გაწვეული რეზერვისტები აგრძელებენ შეკრებას კარვების სატრანზიტო ბანაკებში, რუს ჩინოვნიკებს, სავარაუდოდ, უჭირთ წვრთნების უზრუნველყოფა და ოფიცრების პოვნა, რომლებიც ახალ დანაყოფებს უხელმძღვანელებენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას. ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)