14:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-25 20:54:15, 2410 ნახვა

სხვადასხვა
საქართველო და უკრაინა ერთად გაიმარჯვებენ - პატრიარქი ფილარეტი ქართველ მებრძოლებს შეხვდა

კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა, ქართველი მებრძოლები მიიღო და დალოცა. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური დარწმუნებულია, რომ საქართველო და უკრაინა მალე გაიმარჯვებენ.

როგორც ქართველი მებრძოლი რომეო ფარულავა სოციალურ ქსელში იუწყება, შეხვედრა ამაღელვებელი იყო. "უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა ფილარეტმა დაგვლოცა და გვითხრა რომ სჯერა ძალიან მალე უკრაინა და საქართველო ერთად გაიმარჯვებენ." -თქვა მან.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა საკუთარი საჭეთმპყრობლის 2018 წელს ახალი ტიტული დაადგინა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს:

უწმიდესი და უნეტარესი ფილარეტი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი კიევისა - რუსის ქალაქთა დედისა, გალიციელი, პატრიარქი სრულიად რუს-უკრაინისა, წმიდა არქიმანდრიტი კიევ-პეჩერისა და პოჩაევის მიძინების ლავრათა

მართლმადიდებელ ეკლესიათა პირველიერარქები როგორც წესი იხსენიებიან ან მხოლოდ "უწმიდესის" ან მხოლოდ "უნეტარესის" ტიტულით. კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოიხსენიება "ყოვლადუწმიდესად". უკრაინის ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებამდე, მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იწოდებოდა "უწმიდესად და უნეტარესად".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics