06:16 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 17:15:11, 838 ნახვა

მსოფლიო
ტრიუდო - პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებსაც უკრაინაში სჩადიან

ვლადიმერ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და სჩადიან უკრაინაში,- ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში აღმოჩენილი მასობრივი საფლავები რუსეთის სამხედრო დანაშაულის ნაწილია და ამ სისასტიკეების ჩამდენებს შესაბამისი პასუხიმგებლობა უნდა დაეკისროთ.

„რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი და კანადა ორი უძლიერესი ქვეყანაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინას და გამოვიდნენ რუსეთის არაკანონიერი ქმედებების წინააღმდეგ. ეს ქმედებები აშკარად შეიცავს სამხედრო დანაშაულებს, შეიცავს ყოვლად მიუღებელ დანაშაულებს, რაც ჩვენ ვნახეთ ბუჩაში და უკრაინის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილ მასობრივ საფლავებში. საჭიროა შესაბამისი გამოძიება, გამჭვირვალობა და ვლადიმერ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და სჩადიან უკრაინაში“, - განაცხადა ტრიუდომ.

შეგახსენებთ, რომ იზიუმში, საიდანაც რუსული არმია გაიქცა, 440-ზე მეტი ცხედრის მასიური საფლავები აღმოაჩინეს.

სპეციალურ ვითარებაში გაუჩინარებულ პირთა საკითხთა კომისარის, ოლეგ კოტენკოს განაცხადებით, დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, გადააჭარბოს ბუჩას ტრაგედიას.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა Reuters-ი კორესპონდენტები იტყობინებიან, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics