12:46 - 18 Aug, 2026
|
2022-09-19 12:19:53, 945 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმაპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)