15:09 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-18 09:48:43, 1739 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება გავრცელებული პრაქტიკა იყო, ასე იქცეოდნენ ნაცისტები, იგივეს აკეთებენ რაშისტებიც

ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო.ეს არის ის, როგორც იქცეოდნენ ნაცისტები. ამას აკეთებენ რაშისტებიც,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გათავისუფლებულ იზიუმში გრძელდება ექსჰუმაციური სამუშაოები, ხოლო აღმოჩენილ ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხარკოვის რაიონში აღმოჩენილია ათობით ადგილი, სადაც რუსები უკრაინელებს აწამებდნენ.

„ექსჰუმაციის სამუშაოები დღეს ხარკოვის ოლქში, იზიუმში, მასობრივი დაკრძალვის ადგილზე გაგრძელდა. ცხედრების ექსპერტიზა ტარდება. ნაპოვნია იქ დაკრძალული ადამიანების წამების ახალი მტკიცებულებები. ხარკოვის ოლქის განთავისუფლებულ რაიონებში - სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში უკვე ნაპოვნია ათზე მეტი წამების კამერა.კოზაჩა ლოპანისჩვეულებრივ რკინიგზის სადგურზეც კი იპოვეს წამების ოთახი და ელექტრო წამების იარაღები. ეს უბრალოდ რკინიგზის სადგურია! ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო.ეს არის ის, როგორც იქცეოდნენ ნაცისტები. ამას აკეთებენ რაშისტები. ისინი ერთნაირად აგებენ პასუხს - ბრძოლის ველზეც და სასამართლო დარბაზებშიც. ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, დაამცირა, ვინც რუსეთიდან ჩამოიტანა ეს სისასტიკე აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე",-განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics