|
2022-09-17 12:24:50, 1154 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის დელეგაცია ვესტმინსტერის დარბაზში ელიზაბეთ II-თან პანაშვიდზე არ შეუშვეს
ჩინეთის წარმომადგენლები ვესტმინსტერის დარბაზში არ შეუშვეს, სადაც დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ II-ის ცხედრით კუბოა განთავსებული. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოთხოვნა ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარემ ლინდსი ჰოილმა უარყო. ამის შესახებ ევროპული გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ვესტმინსტერის სასახლე ამჟამად ღიაა მთელი დღეების განმავლობაში დედოფლისთვის დამშვიდობების მსურველებისთვის. პალატის სპიკერმა ლინდსი ჰოილმა უთხრა კოლეგებს, რომ მან უარყო თხოვნა ჩინელი ჩინოვნიკების ვესტმინსტერის დარბაზში შესვლის თაობაზე, სადაც გარდაცვლილი დედოფალი დარჩება ორშაბათს დაკრძალვამდე, ნათქვამია მოხსენებაში. არსებული ინფორმაციით უარის მიზეზი,ისაა რომ, რომ ჩინეთმა სანქციები დაუწესა უიგურების გენოციდის აღიარებისას რიგ ბრიტანელ დეპუტატს. 8 სექტემბერს ბუკინგემის სასახლემ დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალება გამოაცხადა. იგი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტახტი მის შვილს ჩარლზს გადაეცა, რომელმაც მემკვიდრეობის ნიშნად მიიღო სახელი ჩარლზ III. 10 სექტემბერს მემკვიდრეობის საბჭომ ოფიციალურად გამოაცხადა ჩარლზ III დიდი ბრიტანეთის ახალ მეფედ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვაზე რუსეთის, ბელორუსის და მიანმარის დელეგაცია არ მიიწვია. მედიის ცნობით, ცერემონიას, რომელიც 19 სექტემბერს არის დაგეგმილი, მსოფლიოს 500-მდე ოფიციალური პირი დაესწრება.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)