2022-07-27 10:14:00, 846 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - ამერიკის ელჩს, მისი თხოვნით, 21 მარტს შევხვდი
ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს პირადად შეხვედა.
როგორც ივანიშვილის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
"რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას წერილით მიმართა. სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,