|
2022-07-26 17:07:28, 1279 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ექვსი თვით ახანგრძლივებს
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ექვსი თვით გაახანგრძლივოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ამის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულია, რომ ეს სანქციები ამჟამად მოიცავს სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრს, მათ შორის შეზღუდვებს ფინანსებზე, ენერგეტიკაზე, ტექნოლოგიებზე და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტზე და ფუფუნების საქონელზე. „ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ექვსი თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის გარკვეული სექტორების მიმართ“, - ნათქვამია პრესრელიზში. შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც მოიცავს რუსეთის ფედერაციიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას და სბერბანკის აქტივების გაყინვას. ასევე ითვალისწინებს სანქციების სიაში 50-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)