|
2022-07-26 13:21:09, 861 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მისი შემოგარენის რუსეთისათვის გადაცემის გადაწყვეტილებას და ამ ფაქტს „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმას“ უწოდებს. პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. "ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა. ჩვენ ვხედავთ ხალხის ძლიერ რეაქციას მოვლენებზე. ეს არის უწყვეტი ოკუპაციის შედეგი კატეგორიულად ვგმობ ამას და მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ"- წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე. შეგახსენებთ, რომ ბიჭვინთის ცნობილი “სახელმწიფო“ აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰა მიწის ნაკვეთი აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას "აფხაზური ამბები" ავრცელებენ. აფხაზურ საზოგადოებაში აღნიშნულმა ფაქტმა დიდი პროტესტი გამოიწვია და ისინი ასლან ბჟანიასგან ამ შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ. ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ შეაგროვა ხელმოწერები და მოწვეულ იქნა საბჭო. პროტესტი დილიდან საღამომდე გრძელდებოდა და აქციის მონაწილეები დაიშალნენ იმ შეთანხმებით, რომ შეიკრიბებიან მრგვალი მაგიდის ფორმატით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აფხაზური მედია ცდილობს დღევანდელი პროტესტის სხვა მოვლენებით გადაფარვას. პარალელურ რეჟიმში რუსული პროპაგანდა ცდილობს რუსეთისგან მიღებულ ბენეფიტებს გაუსვას ხაზი. მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში მედია სივრცეში ტრიალებს ინფორმაცია რუსეთის მიერ დაფინანსებული საპენსიო ფონდის შესახებ. აფხაზურ მოსახლეობას არ სურს ტერიტორიების დათმობა მატერიალური ბენეფიტების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)