2022-07-09 16:01:51, 1365 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია - ილონ მასკი Twitter-ს აღარ შეიძენს
ტესლას აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი Twitter-ს აღარ შეიძენს. - განაცხადა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ.
მათივე თქმით, ამის მთავარი მიზეზს წარმოდგენს, ილონ მასკის მტკიცება, რომ მეორე მხარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.
"ილონ მასკის ადვოკატებმა გააგზავნეს წერილი,რომლის მიხედვითახ კომპანიასთან $44 მილიარდიან შეთანხმებას წყვეტენ". - ნათქვამი განცხადებაში.
შეგახსნეებთ, რომ ილონ მასკი, მსოფლიოში ყველზე მდიდარი ადამიანია, ასევე ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი. SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,