|
2022-07-09 10:19:03, 1193 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე დეგნანს - როდესაც ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს შეურაცხმყოფელია სახელმწიფოსთვის
როდესაც შენ გეუბნებიან რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს რბილად, რომ ვთქვათ დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხზე მიხეილ ყაველაშვილის მიერ დეგნანის მისამართით გავრცელებულ ღია წერილს. კობახიძის თქმით, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებულია, რომ კოლეგიალობიდან და სახელმწიფო ინსტიტუტის ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. „სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში ადანაშაულებ, მიშა ყაველაშვილი არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი. ამაში ჩვენ ვერ შევალთ, ფორმა სწორია თუ არასწორია, როცა არის დამოუკიდებელი დეპუტატი, მას აქვს უფლება. აქ პასუხზე უნდა გავამახვილო ყურადღება, ესეც რაღაც უხერხულობას შეიცავს ჩემთვის, რადგან მაინც მიწევს საჯარო პოლემიკაში შესვლა, მაგრამ მიშა ყაველაშვილი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო წლების განმავლობაში, არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს უკვე ვთქვი, რომ ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ თან არგუმენტებით, ფოტიგა, კუბილიუსი, გალერი და ა.შ მართლა გაუგონარ რაღაცებს ამბობენ ხოლმე და გვიწევს გაკრიტიკება, იგივე რეზოლუცია რომ ავიღოთ, მართლა გაუგონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა ბუნებრივია გაკრიტიკება, არგუმენტებით ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ გალერის ვეუბნებით არგუმენტით, შენ როცა ამბობ, რომ პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს, ეს არის ნონსენსი, ეს ხომ უმარტივესი ჭეშმარიტებაა. კრიტიკა არ სცილდება ეთიკის ფარგლებს, არ ვამბობთ, რომ ტყუილებს ლაპარაკობს გალერი. ეს ფორმა და შინაარსი ჩვენ არ აგვირჩევია, კრიტიკას ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით, შეურაცხყოფასაც ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით. ამაზე როცა გვეუბნებიან, რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე, რომელიც სიწმინდეა თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ კრიტიკა შეგიძლია ყველას მიმართ მიმართ გამოიყენო. ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია და ასეთ დროს, როდესაც ერთი მხრივ შენ გეუბნებიან რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს არის რბილად, რომ ვთქვათ დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი და მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში კოლეგიალობიდან გამომდინარეც და სახელმწიფო ინსტიტუტის ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ზოგადად ფორმასთან დაკავშირებით მართლა შეურაცხმყოფელია, როდესაც ასეთი რაღაც ხდება. შინაარსს რაც შეეხება, როდესაც საუბარია ტყუილებზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ აქ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ როდესაც საუბარია გარკვეულ ბრალდებაზე, არჩეული პარლამენტარის მიმართ, იქ არგუმენტებიც უნდა იყოს მოყვანილი ხომ? როცა საუბარია იმაზე, რომ დავუშვათ, არ მახსოვს ახლა დეტალები, მიშა ყაველაშვილი ციტირებს ეკა გიგაურს და მერე ამბობს, რომ იქნებ გამიჯნოდით ამას, როგორც მახსოვს ეს იყო წერილის შინაარსი. ანუ, რა არის ამაში ტყუილი, ხომ უნდა განიმარტოს? ეკა გიგაურის ციტატა იყო არასწორად მოყვანილი თუ გამიჯვნის თაობაზე რაღაც საკითხის დასმა არის ტყუილი, თუ რა არის ხო? იგივე ეხება ლომჯარიას – ლომჯარია რომ ამბობს, რომ ჯობია, ქვეყანა იწვოდეს, ვიდრე სირცხვილი ვჭამოთ და სირცხვილის ჭამა რა იყო? სანქციებს რომ არ მივუერთდით, ხომ? თვითონ ამ შინაარსში ვერ შევალ, მაგრამ თავისთავად, ეს რომ შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, პარლამენტარს, პარლამენტის წევრს თან მიშა ყაველაშვილს, ამას ცალკე გავუსვამ ხაზს, რომ მართლა გამორჩეულად წესიერი, ღირსეული და პატიოსანი კაცია და ქვეყანა უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ხაზგასასმელია; ასეთ კაცს შეურაცხყოფა ისედაც არ ეკუთვნის და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევა მართლა ისეთი რამეა, რასაც სჭირდება ყველა პარლამენტარისგან რეაგირება და შინაარსიც არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ კელი დეგნანმა „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს საპასუხო წერილი გაუგზავნა. დეგნანი აღნიშავს, რომ არც ევროპას და არც აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა არ სურს , ამასთან ყაველაშვილის წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წაიკითა.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)