06:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 21:01:47, 1167 ნახვა

პოლიტიკა
დეგანანი ყაველაშვილზე - წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე

არც ევროპას და არც აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა არ სურს . - განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ყაველაშვილის წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე.

„წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე. ნამდვილად არ ესმის მას, რომ აშშ მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს. მხარს უჭერს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმადაა შექმნილი. მაგალითად, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი. და აქვთ კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვან ყველა ქართველი მოქალაქის უფლება. 
ნებისმიერი დემოკრატიისთვის საშიშია, როდესაც ამგვარად ხდება დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძირის გამოთხრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ საკითხზე, რომელზეც მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი. აშშ-ს და ევროპას არ სურთ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს და ის დასრულდეს. შტატები მუშაობს მშვიდობისთვის და მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც აქვს მშვიდობისთვის მუშაობისა და ძალისხმევის გაწევის სურვილი. 
ვფიქრობ, პრემიერმინისტრმა ნატოს სამიტზე კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისკენ. 
ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების ნარატივი, რატომღაც ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც იმეორებენ დეზინფორმაციას. ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის მათი მოტივი, როდესაც იმეორებენ ტყუილსა და ცრუ ინფორმაციას". - განაცხადა კელი დეგნანმა ფორმულას თარგმანი.

შეგახსენებთ, რომ კელი დეგნანს ღია წერილით  მიხეილ ყაველაშვილმა დღეს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics