|
2015-02-05 13:21:30, 1265 ნახვა
სამართალი
საგარეო უწყების ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, მომხდარის დეტალების დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. „განხორციელებული კიბერ შეტევის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება აამოქმედოს სამინისტროს ახალი ვებ-გვერდი, რომელზეც მუშაობა ამ ეტაპზე ნაწილობრივ არის დასრულებული. შესაბამისად ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს მასზე მოცემული არასრული ინფორმაციის გამო და ვაცნობებთ, რომ საიტის საინფორმაციო კონტენტის შევსება ახლო მომავალში დასრულდება. ვებ-გვერდის ახალი ვერსია მისამართზე www.mfa.gov.ge დღის განმალობაში გახდება ხელმისაწვდომი. ამჟამად შეფერხებით მუშაობს საზღვარგარეთ საქართველოს მისიების ვებ- გვერდებიც“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)