06:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 12:13:32, 1440 ნახვა

პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება სუფთა პოლიტიკური პროვოკაციაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, სუფთა პოლიტიკური პროვოკაციაა,- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო გარანტირებულად მაშინ მიიღებს თუ ქვეყანა ომში ჩაერთვება.  

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს მმართველმა პარტიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება.

„საქართველოს მმართველმა პარტიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, სუფთა პოლიტიკური პროვოკაციაა“,- წერს აუსტრევიჩუსი.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს ირაკლი კობახიძემ „იმედი live” გადაცემაში თქვა - საქართველოში რომ ომი იყოს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ.

კობახიძის ამ განცხადებას, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი აბსოლუტურად სწორი ნათქვამი გადაატრიალეს და არასწორად გაიგეს. მისივი თქმით, არავის უთქვამს, ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსიც არ იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics