08:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 19:23:30, 1220 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოსა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შორის შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა  საქართველოსა და ევროპული სტრუქტურების თანამშრომლობის  განვითარების პერსპექტივის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის განვითარებაში სტრასბურგის სასამართლოს განსაკუთრებულ როლს.

ბატონმა სპანომ მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომლის განხორციელების შედეგადაც  ქართველ იურისტებს მიეცემათ  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავების დამატებითი ქმედითი შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა ამ მიმართულებით სამომავლო პროექტები დაგეგმეს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ მიმდინარე დავების მკვეთრი შემცირების დადებით ტენდენციას. დღეისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ 130-მდე ინდივიდუალური საჩივარი განიხილება, რაც საქართველოსთვის ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს  სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოში ადამიანის უფლებათა რეალიზაციაში შეტანილი  წვლილისთვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან   შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  ევროპული მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი - ვიქტორ სოლოვეიჩიკი და ევროპული სასამართლოს ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics