|
2022-07-06 10:56:07, 596 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“, როგორც მორიელი, ზურგზე აღარასდროს აღარ უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას
„ნაცმოძრაობა“ თავიდანვე იყო პოლარიზებული საზოგადოებასთან, მთელი ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყო და რა თქმა უნდა, ეს პოლარიზაცია შემდეგაც დარჩა ძალაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში. „უკვე პოლიტიკურ პარტიებს თუ ვეხებით, პოლარიზაცია გადმოვიდა „ქართულ ოცნებას“, ანუ მმართველ ძალასა და „ნაცმოძრაობას“ შორის. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იქნება მეტ-ნაკლებად ძლიერად წარმოდგენილი ამ პოლიტიკურ სპექტრში, მანამდე, რა თქმა უნდა, ეს პოლარიზაცია გვექნება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში. მათ შორის, შემდეგი ორი წელიც უნდა იყოს გამოყენებული ამისათვის. ეს ყველაფერი მარტივი არ არის, თუმცა ჩვენი მხრივ, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა განხორციელდეს ერთობლივად „ნაციონალური მოძრაობის“ განეიტრალება და დეპოლარიზაცია, როცა ევროპელები ხელისუფლებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახალი კოაბიტაციისკენ მოუწოდებენ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების განწყობის მიხედვით უნდა იმოქმედოს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე #თავისუფალიხედვა #LIVE გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ განეიტრალება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ პროცესზე და საზოგადოების ძალისხმევაზე. „ნაცმოძრაობამ“ ევროკავშირის თემის გამოყენებით კიდევ ერთხელ სცადა თავის წამოყოფა-მომძლავრება, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს მცდელობა ჩაუვარდათ. ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო აქციის შემდეგ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ანუ, „ნაცმოძრაობას“ არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ რამენაირად მოღონიერდეს. ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, 2024 წლისთვის „ნაცმოძრაობა“ არსებითად დასუსტებული შეხვდება საპარლამენტო არჩევნებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში 60-70% -ს აიღებს?! დემოკრატიულ სისტემაში, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იღებს. მით უმეტეს, როდესაც უკვე 12 წელი იქნება გასული ხელისუფლებაში მოსვლიდან. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მისცემს პოლიტიკაში თავის დამკვიდრების საშუალებას. ეს უნდა იყოს სასურველი შედეგი. დეპოლარიზაციისკენ გზაც ზუსტად ამაზე გადის, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩანაცვლდეს ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით პოლიტიკურ სისტემაში“, – განაცხადა კობახიძემ. შეკითხვაზე, ესმით თუ არა ასე დეპოლარიზაცია ევროპელ პარტნიორებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მათაც ასე ესმით, რადგან ეს არის ობიექტური რეცეპტი, რაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)