|
2015-02-05 12:03:12, 1058 ნახვა
სამართალი
გომელაურის მტკიცებით, საქართველოში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყების აუცილებლობა არ არის
საქართველოში ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის დაწყების აუცილებლობა არ არსებობს,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. "ერთი და იგეივე კითხვები მოდის ხოლმე სხვადასხვა ფორმატით, პასუხი გავეცი.არ არ არსებობს ქვეყანაში ასეთი სპეცოპერაციის დაწყების საჭიროება. უბრალოდ პრევენციებს ვაკეთებთ, თუ რამე ისეთი ინფორმაცია შემოვა, მასშტაბური რაღაც დაიგეგმება, საზოგადოება ამას გაიგებს. ისეთი ამჯერად არაფერი ხდება. პანიკის საფუძველი არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პრევენციულ ზომებს ვიღებთ. მე არ მიხსენებია "ნაციონალური მოძრაობა". არის სხვადასხვა ძალები მსოფლიოში, რომლებსაც სურთ არეულობა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში",-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, აუცილებლად დაიწყოს ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებები, რადგან ერთის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)