20:42 - 22 Jul, 2026
|
2022-04-16 11:27:52, 1566 ნახვა
სამხედრო
დილით რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს
დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. თავდასხმის ქვეშ მოექცა დედაქალაქის დარნიცკის რაიონი. - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავის Telegram-ში განაცხადა. "მეგობრებო! დილით კიევი დაიბომბა. აფეთქებები ატყდა ქალაქის გარეუბანში მდებარე დარნიცკის რაიონში. ახლა ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - წერს მერი. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კიევის მოსახლეობას, არ უგულებელყოთ საჰაერო თავდასხმის სიგნალები. კლიჩკომ ასევე სთხოვა კიეველებს, რომლებიც ადრე წავიდნენ და დედაქალაქში დაბრუნებას აპირებდნენ, ამ დროისთვის თავი შეიკავონ და უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)