21:00 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 18:09:17, 1323 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები" 2022 წელს საქართველოს დიპლომატიურ სივრცეში დაბრუნების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი ეროვნულ არქივს ეწვია და ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად  საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ საარქივო დოკუმენტებს გაეცნო.

ეროვნულ არქივში ინახება აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად გადადგმული პირველი ნაბიჯების, ქართულ-ამერიკული პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების, საქართველოში აშშ-ს პირველი საელჩოს გახსნის, უმაღლესი პირების ოფიციალური ვიზიტების და შეხვედრების, შეერთებული შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტები.

ეროვნული არქივის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის თეზისების მიღება დაწყებულია. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცალკე სექცია მიეძღვნება საქართველოს დიპლომატიურ სივრცეში დაბრუნების 30 წლის იუბილეს. კონფერენცია 2022 წლის 8-10 სექტემბერს გაიმართება. კონფერენციის პარალელურად, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის საიუბილეოდ ეროვნულ არქივში გამოფენაც გაიმართება.   

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics