01:22 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 12:36:08, 1011 ნახვა

საზოგადოება
თბილისში დამატებით, 23 ელექტროდამტენი დამონტაჟდება

დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ 45 ელექტროდამტენს კიდევ 23 დამტენი დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ პროექტის განხორციელება ბიზნესთან თანამშრომლობის ისეთი მოდელით დაიწყო, რომ პროექტისთვის მუნიციპალიტეტის სახსრები არ დახარჯულა. 

მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თბილისში არსებული დამტენების გამართულობის პრობლემა დღეისთვის უკვე სრულად მოგვარებულია. 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშტაბით, ელექტროდამტენები განთავსებულიყო. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წავახალისოთ ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოსა და, რა თქმა უნდა, თბილისში. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, ბიზნესთან თანამშრომლობით, 45 ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ ისე, რომ მუნიციპალიტეტიდან თანხები არ დახარჯულიყო.  დღეს 45-ვე ლოკაციაზე განთავსებული ელექტროდამტენები მუშაობს გამართულად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადასახადი არის ნული. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება წავახალისოთ. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ სხვა ლოკაციაზე დამტენების განთავსებაზე. 23 დამატებითი ლოკაცია გვაქვს, სადაც ელექტროდამტენებს განვათავსებთ და ქალაქის მასშტაბით, ელექტრომობილების დატენვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერ ირაკლი  ხმალაძეს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაშია ჩართული, მადლობა გადაუხადა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics