|
2022-04-13 11:58:39, 635 ნახვა
საზოგადოება
თბილისში წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება
მიმდინარე კვირაში, თბილისში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ბოლო, შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მომავალ კვირას, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის საპატიო სტატუსს თბილისი მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცემს. „უკვე ერთი წელი შესრულდა, რაც თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია. პანდემიის მიუხედავად, ასამდე პროექტი განხორციელდა, რომელშიც ათასობით ადამიანი იყო ჩართული. წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის ფარგლებში, ვმასპინძლობთ ოფიციალურ სტუმრებს იუნესკო-დან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან, ასევე, იმ ქალაქების მერებს და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, 14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება. „14 აპრილს ყველას გიწვევთ დედაენის ბაღში, სადაც ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. ასე რომ, ყველას გელით დედაენის ბაღში. 14 აპრილს ერთად ვიზეიმოთ ქართული ენის დღე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე ქართულ ენასთან და 1978 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ თემებზე საინტერესო საუბრები გაიმართება. ასევე, ბავშვებისთვის მოეწყობა სპეციალური გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ბაღში თემატური აუდიო და ვიზუალური ინსტალაციები განთავსდება. ღონისძიება 13:00 საათიდან დაიწყება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)